მარტოხელა საყვირი
ჯერ შორიდან ისმის ხმა იგი. მოდის, მოდის. გვიახლოვდება... გულს ეჩქარება გამოჩენა, მისი დანახვა, მაგრამ, ღმერთო, რა ტკბილია ეს დაყოვნებაც! და გადმოდგება მაღალ მთის ქედზე, დილის ვარსკვლავის გამოჩენაზე: დედებს ჰგონიათ, - უბედურებს, - რომ ის არის დაკრგული იმათი შვილი, შვილებს ჰგონიათ, - უმადურებს, - რომ იგია მოხუცი მამა, მე მგონია, რომ იგი მე ვარ, და შენც, მკითხველო, ნება გეძლევა იფიქრო, რომ შენა ხარიგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი