პირველ სიყვარულს
გიგონებ, დარდნი ქრებიან, ნათელ ფერებით ვივსები, და სულში აყვავდებიან ცისფერი ოაზისები. მოგიგონებ და მცირდება წლები, რომლებმაც დამღალა, სახეს ნაოჭი სცილდება, მიფერმკრთალდება ჭაღარა. მოგიგონებ და... ვვოცდები იმ სანეტარო ჩვენებით, ჩემი ბავშვური ოცნების რაინდად მომეჩვენები. მოგიგონებ და... ღმერთს ვუხმობ, იქნებ მიშველოს ლოცვებმა და დამიბრუნოს ის უხმო, აუხდენელი ოცნება. მოგიგონებ და... ვინ იცის, გული შედრკება მედგარი – და მერე, ჩუმად ვიცინი, რაღა დროს ჩემი ეგ არი? დაგივიწყებ და... ის მორცხვი, გული საოცრად ცივდება, მოგიგონებ და... სიცოცხლის სხივები აციმციმდება. ვაი, რა სწრაფად აცივდა, დღეო, რა მალე მოკლდები, მოგიგონებ და... არც მინდა, დაგივიწყებ და... მოვკვდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი