ღრუბლები და მთვარე
ერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს, დააბნელონ ბადრი მთვარე (სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე სინაზე და სინარნარე!); შეიკრიბნენ ყველა ერთად, შეიკუმშნენ, მთლად გაშავდნენ და, მიმავალს თავისს გზაზე, ღამის მნათობს მედგრად დახვდნენ; მაგრამ მთვარემ არც შეჰხედა, სწრაფ გასცურა ის ადგილი და დასტოვა ღრუბელთ გროვა, პირში ჩალა გამოვლილი; გასცურა და ქვეყანასა მან ნათელი კვლავ მოჰფინა, ღამის მეხრის და მგზავრის გულს სიხარული აგრძნობინა; ავ ღრუბლებს-კი საიდანღაც მძლავრმა ქარმა დაუბერა, ცხრა მთას იქით გადაჰფანტა, ერთ წამსაც არ გააჩერა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი