გიორგი წერეთელს
ძლიერ მესიამოვნა, რომ დიდებული პოეტი, აკაკი, ხელახლა მოუბრუნდა "კვალს" თანამშრომლად. იჭვი არ არის, ეს გარემოება დიდძალ ხელის მომწერს შეჰმატებს რედაქციას. აკაკი ხალხის საყვარელი პოეტია და რომელ ორგანოშიაც ის (აკაკი ) თანამშრომლობს , ხალხიც იმას მიემატება. ჩემი სტატია, იჭვი არ არის, აღარ დაიბეჭდება. თუ არ შეგაწუხებთ ამით, კარგი იქნება რომ იმ სტატიას მიმიბრუნებდეთ. მაგრამ უფრო კი შემდეგი სათხოვარის ასრულებას გთხოვთ, მაცნობოთ თუ რა მდგომარეობაშია ანგარიში "კვალის" რედაქციასა და ჩემ შორის, მინდა გავიგო, რას შეადგენს ერთი მხრივ ჩემ მიერ ვალად წამოღებული ფული და მეორე მხრივ ამ ვალის ანგარიშში დაბეჭდილი მოთხრობები. მართალია, წამოღებული ფულის ანგერიში მეც მიწერია, მაგრამ მოთხრობების ანგარიში რამდენს შეადგენს, ეს კი აღარ ვიცი. რაც ვალად ფულის წამოღება დავიწყე, მას სემდეგ დაბეჭდილია ორი მოთხრობა: ერთი გასულ წელში, "განკარგულება" და მეორე, ის იყო, წრეულს დაიბეჭდა, --" ჩვენი ქვეყნის რაინდი." როგორც ეტყობა, "კვალის " მეათე ცომერს, ამჟამად მასალა ძლიერ ბევრი გაქვთ და ამიტომ აღარ ავჩქარდები ჩემ მხრივაც გამოვგზავნო რამე. როცა საჭირო გახდება, დიდი სიამოვნებით მოვაწვდენ მოთხრობებს და სტატიებს. გთხოვთ გადასცეთ ჩემი მორჩილი სალამი ქ-ონ ანასტასია მიხეილის ასულს. მარად თქვენი პატივისმცემელი ეგნატე ინგოროყვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი