დროშები ჩქარა!
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა... დროშები ჩქარა! დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა. მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს... დროშები ჩქარა! დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით, ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას... გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით! დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
3 კომენტარი
ძალიან მააგრი ლექსია
უმაგრესი ლექსია! ყველამ ისწავლეთ👏👏👏👏👏👏🤩🤩🤩🤩🤩🔥🔥🔥
ამ ლექს ვიყენებ იმისთვის,რომ ხვალინდელი ტესტითვის მოვემზადო.სიმართლე გითხრათ ამ ლექსმა დავალებაზე უფრო მეტი მომცა.ამ ლექსმა ჩემში გააღვივა პატრიოტული მხარე.დაე გაუმარჯოს საქართველოს!