ფერად-ფერადი
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე მახვილს ვფერავდი; შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი ფერად-ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერრათი ვერ წავშალე მოგონება ფერად-ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი ბედისწერამდი, სად არ დამდევს მისი ჩრდილი ფერად-ფერადი. იყოს ისე, როგორც დარჩა ამიერამდი, - ჩემთვის ძონძი, შენთვის ფარჩა ფერად-ფერადი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
kaia