ანიტას
ძველი დღიურიდან შენს სუნთქვას პერანგზე ღილივით ვიბნევ და, დღეს სუნთქვაშეკრული ვიქნები... ქარია, ანიტა! - მივიდეთ იფნებთან , ხელები გავშალოთ და იფრენენ იფნები.... და ხანძარს გადასდებს ტანგოთი ტანი ტანს ამ ლექსსაც დამიწვავს ეგ სუნთქვა მდუღარე... ცხოვრება შავ-თეთრი კინოა, ანიტა, თვალები დავხუჭოთ და ვუყუროთ... რა სევდა შემოაქვთ ჩამდგარი ქარიდან, სიმებად დაწყვეტილ ჟასმინებს?! ცხოვრება დუმილის მუსიკაა, ანიტა! სუნთქვა შევიკრათ და ვუსმინოთ... როდესაც ტკივილის შეხსნილი კარიდან, განცდები დუელის ხელთათმანს მოგიგდებენ, და რადგან ეს ცხოვრება სიკვდილია, ანიტა ფიქრი გამიშვი და მოგიკვდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი