ზოგჯერ ..
ხელში უჭირავს ამინდს კარტებად, ლექსები - ჩემი ცხოვრების საჭე, ზოგჯერ სათქმელი მაშინ მთავრდება, როცა, უბრალოდ სათაურს დაწერ. გაზაფხულდება, წვიმის ციცრები გადაუფრენენ მაისის ბაღებს, ზოგჯერ სიზმარი მაშინ იწყება, როცა იღვიძებ და თვალებს ახელ... უჯრაში ნაპოვნ ლექსის არტეფაქტს, უსინჯავ ასაკს გულსა და სიცხეს... ზოგჯერ მთავარი მაშინ მთავრდება როცა საერთოდ დაწყებას იწყებ. უკან ბრუნდება წლების მრიცხველი ოდესმე წარსულს თუ მოაგონდი. ზოგჯერ სიმღერა მაშინ იწყება, როცა მთავრდება ბოლო აკორდი... გამშრალი ცრემლის მირონს იცხებენ, დღეები ლექსის შეხსნილი თასმით... ზოგჯერ მთავარი მაშინ იწყება, როცა გგონია წერტილი დასვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი