აეროლექსი


(იუმორესკა ექსპრომტად)
გამოვგზავნე ფოსტის მტრედი
წერილით და წყავის ტოტით.
მაგ ნეკნების კიბეებით
ცამკერდამდე ავიდოდი...
ყურთან როცა ჩამიფრენდა
თბილი სუნთქვის ქარაშოტი
ძირს ცარიელს დავუშვებდით
მაგ აზღუდის პარაშუტებს
მერე ერთად გავაფრენდით
ცისკენაც და პირიქითაც
ჩემი სახლის საძინებლის
ასაფრენი ბილიკიდან...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი