აღსარება
დღემ ჩაიცვა ამინდის ნაცრისფერი ხალათი, ამინდმა კი დრო და დრომ ხასიათი დაკარგა, დღეს სიმართლე ჯვარს აცვეს, ერთადერთი ჯალათი, ერთადერთი ჯალათი მე ვიყავი და კარგად მესმის მომეკითხება, ჩემი ურწმუნოება, ძმაზე შურისძიება შვიდჯერ სამოცდაათი.. მაგრამ ახლა კაენზე გაცილებით ნოე ვარ, კიდობანი – მზეა და ზღვას მიაპობს ტაატით… სხვისთვის ერთიც ბევრია, ჩემთვის ასი – ათია, სამს უკლია ხუთი და ოცდაათ ვერცხლს ცამეტი, ალბათ ახლა ამინდსაც უფლის ხასიათიაქვს გოლგოთიდან - სახლამდე წამის მეწამწამედით… ბიბლიიდან - შავ ზღვამდე წუთის ოცდამეთევზე ფეხშიშველი მიაპობს ტალღას უფლის აურით, განთიადმა ღრუბელი ცივი ოფლის წვეთებზე მოისვა და პერანგი გადაიცვა ხმაურის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი