ბაფთები
თენდებოდა და მივდიოდით მე და შენ ერთად, მე და შენ ერთად მოვახურეთ მთვარეს მანტია, მთვარეს მანტია, მოვაცვით და გზად შევეფეთეთ გზად შევეფეთეთ პირველკლასელ დილას ბაფთიანს, ჩვენი პირველი სიყვარული მახსოვს, ბავშვური... ცითდაკრეფილი ოცნებების ლურჯი კოლაჟი... და საკუთარი წარსულის მაქვს უზომო შური, რომ ყოველ დილით ვერ გაცილებ ისევ სკოლაში... რომ ყოველ დილით ვერ წაგართმევ ბავშვურად ჩანთას, ვერ შეგვიფარებს გაქცეულებს ჰორიზონტები.... ჩემი მერმისი მაგ თვალებში სხვაგვარად ჩანდა... ღიმილ-ტირილი მეუფლება რომ მაგონდები... დრო გადის - (ტირე) ფასს კარგავენ ჩვენი ხუთები, მალე ცხოვრება ასჯერ ძვირად გაიაფდება.... გუშინ ის, ჩვენი, საოცნებო, ტკბილი წუთები, შენს პირველკლასელ შვილს ებნია თმებზე ბაფთებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი