და დაიწყება...(როის)
სადღაც ბავშვობას უმღერიან წლები ნანინებს, როცა წარსულის ბილიკები შემოგეგზება, პოეტმა განცდებს ტკივილები მოატანინე და ორდენივით დაიკიდე გულზე ლექსებად. არ დაიდარდო თუ ცხოვრება გრძნობებს ახუნებს, თუ ცას და მიწას ძველებურად ვეღარ ვედებით, მოდი ჩემთან და გული გულზე მომიჭახუნე, ხოლო უფალთან გავაგზავნოთ ისევ მტრედები და ცას ვახაროთ მომავალი შენი ქორწილი, რომ მაყრიონით მაინც ცისკენ მივეჭენებით და რომ ტკივილი შევიძინეთ ქვეყნის-ორწილი და რომ ორ-ორსაც აიღებენ ალბათ ჩვენები. მერე ჩვენს ცრემლსაც გამოიწერს ვინმე წიგნებით, როცა თვით უფალს ცაში მეკვლედ დავებედებით, იქნება წვიმა, ბათუმი და ჩვენ არ ვიქნებით, იქნება ლექსი, ტკივილი და ფოსტის მტრედები. იტყვიან ჩვენ დროს პოეტობა როგორ ძნელოდა, იტყვიან როგორ დავმაჭრდით და როგორ ვღვინობდით და დაიწყება უმეტესად საქართველოდან და გაგრძელდება უფლის ნებით საროინომდი!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი