დახურეთ ზეცა!
(ილიას) წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,.... ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები... არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა! ღმერთს გულახდილად ვესაუბრები... -საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად. ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის, მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება.... რა ვქნა, უფალო?!, დრო დადგა რთული - იმედი ვთესე, ამოდის ღვია... და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია! - ირბინე, სანამ ტყვია თბილია, დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი! მოკვდე? - სიკვდილი ხომ ადვილია, დაბადებაა ამქვეყნად ძნელი! -მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში, ჯანდაბას ჩემი გულისნადები და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში მომავლის რწმენად დავიბადები!... ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი, გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები... დახურეთ კარი, დახურეთ კარი! – ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი