თავისუფალი ლექსი
(თვითირონიესკა) (სოფოს) (მე მივდივარ, გულის გასაღებს შავი ზღვის ქვეშ ამოვდებ, ჰორიზონტის მხარეს. ნებისმიერ დროს შეგიძლია შესვლა, ოღონდ ცარიელი დაგხვდება! თუ შეხვიდე სული დაიწმინდე და ღრუბლები არ გადაწიო) სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან... მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო.... გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა მეკითხება: - მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო? ენა დამე... დამეც დამე... დამე ბარე...და მე დამებარებინა ბარემ ბინა შენს გულში?! სიტყვა მიყვარ, მიყვა... მიყვააა....მიჰყვა, მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს.. დრო (რა მოსატანია და) ყველა, ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის... დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით "განისვენებს ღვთის ალქატი ვინმე გენრი დოლიძე" ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა... გლოცავ გულით! _ რასაც ვამბობ, გულით ვამბობ _ თქვენ გაჩუმდით ტუჩებო! რას ვაბარებ? - მე მივყვები ჩემს მეგობარს, თუ მიმიღო უფალმა... რომ ზევიდან გადმოგხედო, დაგინახო, როგორა ხარ უჩემოდ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი