მცხეთის ჯვრიდან - თბილისამდე
(ვუძღვნი მამა პეტრეს და გიორგი გაბაიძეს) თითქოს უფალს გაეფინა ცაზე ღრუბლის ტილონი, თითქოს ზეცას ქერუბიმის მარჯვენა ფრთა ფარავდა სვეტიცხოველს ეცვა ლურჯი აბრეშუმის ფილონი, დაჭრილ გულზე მზის სხივები სისხლად აჩნდა მარაბდას... გული სადღაც კლდის ნაპრალში მზესთან ერთად მისვენდა..., მოსესავით მიაპობდა მეწამული უდაბნოს, მტკვარი ლექსებს გვაყოლებდა, ჩუქურთმები გვისმენდა... პოეზიაც არ ღირს ალბათ უეკლოდ და უდაფნოდ... თბილისიდან მცხეთის ჯვრამდე არც თუ ისე ეკლიან, ბილიკებზე - ისტორიით ამოქარგულ სტრიქონთან სადაც, უფლის უკვდავების ხელთუქმნელი ძეგლია, სამ მოგზაურს - პოეზიის მძიმე ჯვარი მიგვქონდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი