ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის, სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად... ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა... (ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...) გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით. ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის... გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს... რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?! თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე, მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა... ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო... გაზაფხულია... მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს! გაზაფხულია... ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს, (ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე) მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა! ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს... ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის... ახლა შენზეა ბოლო გასროლა გარდაუვლობის ჯერით! ნუ მომკლავ!!!!!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი