დაუსრულებელი წერილი


ანა, სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და
ალბათ თხუთმეტ წუთში სისხლით დავიცლები,
ცოტაც მოითმინე, სულ სხვა აპრილიდან,
ერთად გაფრინდება შემზარავი წლები.
მალე იქნება, თუ ცოტა უფრო გვიან,
წლები გიწამლებენ, დროის ვეზირები,
ვკვდები, შენზე ფიქრში, შიში რას მიქვია,
როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები?!
ვიცი მოგასკდება ცრემლის ნიაღვარი,
თვალებს დაგიკოცნის მზიან ტუჩებს მოგბანს,
ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე,
ყველა მონატრებას – ბევრი უჩემობა.
ჰოდა, რომ გაივლის ჩემი აგვისტო და...
(ვნება მიწიერი წარსულს რაკი ძალავს...)
სულს სხვა ჩამოგიკრეფს აპრილს ატმის რტოდან.
და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს.
ახლა მატიანე ჩემს ბედს ინაწილებს,
სადღაც მიზანს ავცდი გზათა გამრუდებით...
ტყვიამ მომაცილა, - ტყვია მომაცილებს,
ცრემლით მივდივარ და ცრემლად დავ........(ბრუნდები).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი