ც ა ო


შენ, შენ ხარ, მე კი - მე - არვარ, არა!
რა ვქნა, მწარეა მუდამ სიმართლე?!
ბედმა ნათელი გზებით მატარა, 
და ახლა სადღაც - ბნელში მიმათრევს...
შენ ისევ შენ ხარ, მე კი - მე -არა!
მე დავრჩი ჩემი რაღაც წილადი,
საწყალ იუდას მონეტებს ვპარავ
მერე ცრემლებით ხელს ვბან პილატეს..
შენ, უფლის წმინდა სინათლეს ფარავ,
მეკი უბრალოდ მიყვარს სინათლე,
დრომ შენი გზებით დიდხანს მატარა,
ახლა კი სადღაც სხვა გზით მიმათრევს...
და თუმც არ მელის შენში მერმისი, 
ც ა ო, 
ოცნების წმინდა კანკელო,
თავს ვერ მოვიკლავ -
- ტყვიას ვერ ვისვრი,
ძილს ვერ დავუფრთხობ მფარველ ანგელოზს! ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი