გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1972 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი კინოსარეჟისოროზე გადავიდა და ლანა ღოღობერიძის მოწაფე გახდა.
“სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა”
მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი – სამივე მათგანი ერთიანდება მაგიურ სახელში გოდერძი ჩოხელი. ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და ზნეობის, ადამიანობის, სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშს წარმოადგენს. ამბობენ, ყველაფერი გენიალური უბრალოაო სწორედ ასეთი უბრალოებით შესძლო მან თითოეულ მკითხველსა თუ მაყურებელში დაეტოვებინა კვალი, რომელიც ხელახლა მიგაბრუნებს მის შემოქმედებასთან.
წყარო: ambioni.ge
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი