წერილი პირდაპირ გათხრებიდან


ჩემო ნუგზარ! ამ წერილს გწერ პირდაპირ გათხრებიდან.

ვმუშაობდი. დავიღალე. ახლა ვზივარ. ვისვენებ. თავზე მექსიკელივით ფართოფარფლებიანი ქუდი მახურავს, რადგან საშინლად მწველი მზეა.ჩემო ნუგზარ! ამ წერილს გწერ პირდაპირ გათხრებიდან.
სულ რამდენიმე დღეა, რაც აქ ვარ და ისე მგონია თვეები გავიდა თქვენთან დაცილების მერე. გახსოვს რა კარგი იყო ბორჯომში, სიგრილე, დარდის დავიწყება, ქეიფი მეგობრებთან, ნიაზის ხუმრობები, რუსიშვილის სიმღერა, შოფერი გრიშა. კიდევ შეიძლებოდა დარჩენა, საშუალება რომ გვქონოდა.

თუ დრო გქონდეს წამოიყვანე ბიჭები და ჩამოდით, ან თუნდაც ერთი დღით მოახერხე ჩამოსვლა ვინმესთან ერთად. ქართლშიც არ არის ურიგო ღვინოები, სულ კახური ხომ არ გინდათ რომ სვათ.
ძალიან მენატრებით და ყოველდღე ვოცნებობ როდის შევიკრიბებით. მე მეტისმეტად მოწყენილი ვარ, უფრო მეტად საღამოობით. ჩემს თავს ვამშვიდებ ხოლმე, რა ცუდად დამთავრდა ყველაფერი: შენც ბევრი განერვიულე, თუ სადმე შეგხვდეს, არაფერი აგრძნობინო.
ჩვენთან გადადი და უთხარი, რომ კარგად ვარ. ვკითხულობ. ვწერ. ხანდახან მუშებთან ვსვამ.

მომიკითხე ედი, ბორია, ნოდარი, გურამი, თენგიზი, შალიკო, თემო, ჯურხა, რეზო და სხვები, ვისაც ვახსოვარ. ველი პასუხს. შენი ძმა გურამი.

აგვისტო, 1955 წელი, ს. ხოვლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი