გოგო ტახტზე გდია..


გოგო ტახტზე გდია. ტახტი ჭრიალებს. გოგოს თავი გადავარდნილი აქვს ბალიშიდან. თვალები დახუჭული. ტუჩები მოძრაობენ:
მერე ტახტი აღარა ჭრიალებს:
ბიჭი ფეხზე დგას და მის ცრემლებით სავსე თვალებს უყურებს.
გოგომ ძლივს აახამხამა ქუთუთოები და თქვა:
- გიყვარვარ კიდე?
ბიჭი იდგა. მის ცრემლიან თვალებს უყურებდა. მერე თვალი აარიდა და თქვა:
- ყველაზე უფრო, ვიდრე ოდესმე.

წელი 1957. აპრილის 21.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი