ვიქტორის ბიოგრაფია


ყოველ ოთხშაბათს იყო კვირა ვიქტორისთვის. ოთხშაბათს ვიქტორი იწვა და ფიქრობდა, “ნეტა კვირაც ოთხშაბათი იყოს”, მერე დგებოდა და ბაზარში მიდიოდა. “ოთხშაბათს მაინც წადი ბაზარში, სხვა ქმრები ყოველ კვირას დადიან”, ეჩხუბებოდა ცოლი. “ნეტა ოთხშაბათიც არ იყოს კვირა”, ბუზღუნებდა ვიქტორი და კიდე ფიქრობდა: “ნეტა რაღა ელექტროსარემონტოშია ოთხშაბათი კვირა და სხვაგან კვირა კვირა. თუმცა ჯობია. ბაზარში ოთხშაბათს უფრო ცოტა ხალხია, ლობიოც იაფია.”

[1957 წ. მაისი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი