მე მთვრალი ვარ..
მე მთვრალი ვარ. ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და მაინც არა მრცხვენია. ლია ჯერ მეწინააღმდეგება, მერე თვითონაც მკოცნის. ამბობს: - მთვრალი რომ ხარ, იმიტომ გაპატიებ მხოლოდ, იცოდე! მე ვიცი ეს და უფრო მაგრა ვკოცნი: მე არც თუ ისე მთვრალი ვარ. [1957. მაისი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი