ორთქლმავალი დაძვრისას ქშინავდა..
ორთქლმავალი დაძვრისას ქშინავდა და ქანის აღების შემდეგ მსუბუქად მირბოდა სწორ ლიანდაგზე. ვანო ფანჯარასთან იჯდა გამაზუთიანებული. იქით ზღვა წყნარი იყო, ლივლივა და შორს გემი ჩანდა. - ნეტა სულ წყალშია გაკეთების მერე? - ჰკითხა ცეცხლფარეშს. - ჰო, - თქვა იმან და ნიჩბით ნახშირი შეყარა ღუმელში. - საწყალი სულ წყალშია, თან სასაცილოც არის, არა? ჰა? გააკეთებენ, ჩაუშვებენ, მერე სულ წყალშია, ძალიანაც რო უნდოდეს, ვერ ამოვა, არა? ე! - ჰო, რა, სულ წყალშია, მა რას იზამს, - თქვა ცეცხლფარეშმა ხმამაღლა. “თორე, დედიშენისამ, შენი მატარებელი ჩამოვა რელსებიდან, თუ არ დაიმტვრა”, გაიფიქრა ცეცხლფარეშმა და მემანქანის ადგილს შურით შეხედა. [1957წ. მაისი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი