Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_1chru6gkfn0cdm769l5a43q5pf, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სადღეგრძელოს მადლი შეგეწიოთ - გურამ რჩეულიშვილი | პროზა

სადღეგრძელოს მადლი შეგეწიოთ


- მარილი დააყარეთ.
- მარილი შველის?
- აპა, რა.
- მაგაზე ადვილი რა არის.
შავმა ღვინომ თეთრი მარილი შეისრუტა. სუფრას წითელი ფერი დაედო.
- გაგიმარჯოს, ირაკლი.
- კარგად იყავი.
- შენ იცი.
- მე რო შენხელა ვიყავი...
ირაკლი იღიმებოდა, მერე გავარდა.
- ირაკლის გაუმარჯოს დაუსწრებლად.
- ჯერ რვის გახდა და რა ჭკვიანია.
- მრავალს დაგასწროს.
ირაკლიმ ახლად ნაჩუქარი მანქანა აიღო. იჯდა კარების უკან და შლიდა, მერე მოსწყინდა. ნახევრად დაშლილი თავის ამხანაგს ესროლა თავში. ამხანაგს შუბლში მოხვდა და სისხლი წამოუვიდა.
- არ გრცხვენია, ირაკლი? – თქვა მისმა მამამ და გაუღიმა.
- დიდი მხეცია, – გადაუფუჩუნა თავგატეხილის დედამ მამას.
- როგორ სწავლობს ნეტა? – იჭვნეულად იკითხა ქმარმა.
- ოროსანია, - ბოროტად გაიღიმა დედამ და შვილის თავის შეხვევა განაგრძო.

[1957 წლის მარტი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი