ცხოვრებაში. აბანოში


ქოშები ეყარა კუთხეში.
ქოშები მიჰქონდათ კუთხიდან: ძირი ხისა ჰქონდა: ზედ ბრეზენტის ბრტყელი თასმა იყო გადასული.
ქოშებში უყრიდნენ ფეხებს.
ქოშებს იყრიდნენ ფეხებიდან.
ხის ძირები ხვდებოდა ასფალტის იატაკს.
ტკაპუნობდა.
თასმა არ უშვებდა ფეხიდან:
ფეხები იყო შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.
მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი შეზავებული ცხელთან: გრილი.
ხის ძირები ტკაპუნობდნენ ქვის იატაკზე ორთქლში.
ქოშები იდგმებოდა ძირს პირდაპირ, განზე ცერად და შიგ ცერად.
თასმა ეკიდა თავისუფლად, დაჭიმული და ისე: არც თავისუფლად, არც დაჭიმული. წყალი კი მოდიოდა: ერთ მილში ცხელი, მეორეში ცივი. მერე აზავებდნენ: ქოშებს უმეტესად ნელ-თბილი დასდიოდათ.
მერე ისევ ძირს ეყარნენ ორი ერთად. მათთან შიშველი თხელი, ან შიშველი სქელი, ან შიშველი საშუალო ფეხები იდგა და ქვის ტახტზე გაშხლართულ ფეხებს ხეხდა.
ფეხები იყო გრძელთითება, მოკლეთითება, ათ-ათი. იშვიათად: რვა ან ცხრა ან თერთმეტი. ხან იყო მარტო ხუთი თითი და ერთი ფეხი. მეორე ფეხი მუხლის ქვევით წყდებოდა: მაშინ მექისესთან იდო ერთი ქოში და ორი ყავარჯენი.
ქოშები იყო ხისა.
თასმა ბრეზენტის: ბრტყელი და გამძლე ან სუსტი.
ისმოდა ტკაპუნი.
მერე:
ქოშები ეყარა კუთხეში ან სკამებთან
იდო.
მოდიოდა ახალი ფეხები:
შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.
მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი, შეზავებული ცხელთან: გრილი.

[1957 წლის მარტი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი