ქვეყნად სად არ ვიარე
ქვეყნად სად არ ვიარე, რა გზები არ ვნახე... აფრიკის მზე ბრიალა მიბუგავდა სახეს, ქარი მცემდა არჯალი, ბნელ ქვაბთა თუ ხევთა თუ მთა კილიმანჯარო თეთრ ღრუბლებში მხვევდა. მენთო ჩინთა ზღვისპირად შუქი ღიღილოთა თუ ზამბიის ზიზილა ველი მიღიმოდა, ნიაგარა მიტევდა და მეკვროდა სუნთქვა თუ მუნჯ პირამიდებთან გულს გუგუნი სურდა, ტყე ვენისა ხალისით შუქს მაფრქვევდა ლურჯად თუ მიხმობდა პარიზის ვნებიანი ქუჩა... ტბა ფლამინგოს ალმასი ფრთებით დაფარული თუ ნილოსის ნანაში მორეული რული, გზა თეთრად მოშრიალე, ცა - მზით მოჩახჩახე... მართლაც სად არ ვიარე, მართლაც რა არ ვნახე, მაგრამ ვერსად ვერ ვპოვე, თქვენზე საოცნებო, საქართველოს ველებო, საქართველოს მთებო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი