მეთერთმეტე მცნება (ამონარიდები)
მეთერთმეტე მცნება საყვარელი ფრაზები ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებიდან ძაღლი იოლად გატყობს, გეშინია თუ არა, და მისი გაბედულება შენს გაბედულებაზეა დამოკიდებული. (მრავალი წლის მერე, როცა გამოცდილებათა სერია ცოდნად დაკრისტალდება, ამ უბრალო დაკვირვებიდან შორს მიმავალი დასკვნები გაკეთდება.) გამოცდილება როგორც წესი დაგვიანებით მოდის. ხატს დარაჯად უნდა დაუდგე, რათა არაფერი უხეში, არაფერი მდაბალი, არაფერი ყოველდღიური და თუნდაც ადამიანური არ მიეკაროს, ხატს მტვერი უნდა გადაწმინდო და, როცა კედელზე გიკიდია, კედელსაც უნდა გადაწმინდო მტვერი. როცა ღრუბლებში დავცურავთ, მართლა კი არ გვავიწყდება, არამედ მხოლოდ ვუმალავთ თავს, რომ დაბლა მიწა გველოდება. ეს უვიცობით მოგვდის, რადგან დამალვა შეუძლებელია. საერთოდ ცნება “დამალვა” ხელოვნური, მოგონილი ცნებაა. ვინც გიყვარს, მას შენდა უნებურად ისეთი ზღაპრული ფერებით ამკობ და ისეთ უნაკლო არსებად წარმოიდგენ, რომ სრულიად მიუწვდომელი გეჩვენება და ვეღარ დაგიჯერებია, როგორ შეიძლება ამ ღვთაებამ, ამ ანგელოზმა შენისთანა პროზაული არარა შეიყვაროს. ყველა წარმოთქმული ფრაზა ყველა წარმოუთქმელი ფრაზის ელჩია, ხოლო წარმოთქმის მანერა ჭუჭრუტანაა, საიდანაც სამყაროს შიდა ხედი ჩანს. ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს ცხოვრებას და ხან უიოლებს – მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან ერთმანეთისაგან. დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, რომელსაც მხოლოდ ის ეკეთებინოს, რასაც ფხიზელი გონება და საღი აზრი კარნახობდა. ჩვენი ხნის ერებმა თავიანთი საქმე დიდი ხანია მოითავეს, ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიაც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა. თანამდებობა და ავტორიტეტი ჰიპნოზის ნაირსახეობაა. ჰიპნოზის ზემოქმედება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვიძლია დავუპირისპიროთ მას ჩვენი ინტელექტუალური თვითშემეცნება. ქართველ კაცს ყოველთვის უნდა, ცოტათი მაინც მეტი იყოს იმაზე, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს. ეს ადამიანური თვისებაა. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორი სულელური გამომეტყველება უჩნდება (ჩვეულებრივ ვითარებაში სავსებით ნორმალურ, საღად მოაზროვნე) ადამიანს, როდესაც ქართულ სუფრაზე მის სადღეგრძელოს სვამენ. თუ შეძლებ ცხოვრება თამაშად აქციო, წუთისოფლის ოღო-ჩოღროებსაც უფრო იოლად გადაივლი. ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან? კაცი რომ იბადება, მარტო თავისთვის არ იბადება როდესაც კაცის არსებაში სახელი და დიდება შემოდის, იქიდან რამე უნდა განდევსნოს ვინც ცდუნებას ემალება, ის უძლურია. ძლიერი ის არის, ვინც ცდუნებას ამარცხებს. პოლიტიკა, როგორც ცნობილია, უანგარობასა და წმინდა კაცთმოყვარეობას არ ცნობს მე, მაგალითად, სანამ ბოლომდე ვიტყოდე იმას, რაშიაც დარწმუნებული ვარ, უკვე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვცდები სიკვდილი ყველაზე უარესი არ ყოფილა იმ საშინელებათა შორის, რაც სიცოცხლეში შეიძლება შეგემთხვეს კაცს ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ოღონდ მიგნება უნდა. კაცი სათუთად უნდა გაუფრთხილდეს ყოველგვარ ძლიერ გრძნობას, სულ ერთია, ტანჯვა იქნება ეს თუ სიხარული. არარაობის განცდას ადამიანი, ჩვეულებრივ ვერაფერს ვერ უპირისპირებს. იმიტომ რომ არაფერი უპირისპირდება ზნეობის გარდა.
წყარო: babuacvera.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი