დრო (მოთხრობა)


ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა. 
ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა. 
იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ. 
ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა. 
ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა. 
ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება და მოიხედავსო. 
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა. 
არც მოუხედავს, არც დაუყვირია.” 
“როცა იგი დღის თვალს უყურებს,იგის უხარია ნი..როცა იგი ღამის თვალს უყურებს,იგის ენატრება ნი..ნის თვალები ისეთია,როგორიცაა მთვლემარე ზღვა,ნის თმები ისეთია,როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.როცა იგის ნის სუნთქვა ესმის,იგის ჰგონია,რომ სუნთქვაა ის რაღაც,რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა,რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია.”

წყარო: www.goodreads.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი