დღე ერთი (მოთხრობა)
ადამიანის დაბადება მთავრდება არა მაშინ,როცა ის დედის სხეულს გამოეყოფა,არამედ გაცილებით გვიან,როცა სამყაროს საერთო ცნობიერებიდან თავის წილ ცნობიერებას გამოსწოვს.მანამ კი შვილის სიცოცხლე,მისი დამოუკიდებლობა,მისი შიში,მისი ეჭვები,მისი თავისუფლება,ყველაფერი რაც მოგვიანებით სიტყვა "გონებაში"გაერთიანდება და სამყაროსთან დაპირისპირების იარაღად იქცევა მშობლებშია დარჩენილი.მშობელი შვილის მაგიერ შიშობს,შვილის მაგიერ ეჭვობს,შვილის მაგიერ ცხოვრობს.სწორედ ეს არის მძაფრი სიყვარული,ეს არის ეს უსათუთესი სიმები,რომლებიც დროთა განმავლობაში იმისდა მიხედვით თუ როგორ იზრდება ბავშვი,როგორ ითხოვს თავის კუთვნილ შიშსდა და თავის კუთვნილ ეჭვს,სათითაოდ წყდება და ამოუვსებ სიცარიელის სასოწარმკვეთ განცდას იწვევს.მართალია ზოგი მშობელი ჯიუტად ცდილობს არ დაუბრუნოს შვილს კუთვნილი სიცოცხლე და თავსაც იმართლებს ,ვითომ ამით შვილს ტკივილებს უმსუბუქებს,სინამდვილეში ,თუ ეს გაუცნობიერებლი ეგოიზმი არაა,სიმების წყვეტის შიშით გამოწვეული ,მაშინ უგუნურებაა.ნებით არ მისვემ ძალით წაიღებს.ბუნების კანონს ვერვინ დაარღვევს.არავის არ ძალუძს სხვის მაგიერ იტანჯოს და სხვის მაგიერ იცხოვროს. ამ ქვეყნად ყველა თ ვ ი თ ო ნ უ ნ დ ა მ ო კ ვ დ ე სო !
წყარო: www.facebook.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი