მერცხლები
«იქ არის ის ქრისტე! იმ ადამიანებს შორის, დაღლილობისაგან რომ ეცემიან მატყუარა აფიშების გვერდით _ იქ უფრო მალე იპოვი მას».
ჟილბერ სესბრონი მერცხლები _ თავგადასავლების მაძიებლები, უკვე დაძველებული ფრანგული ფილმიდან, გახარებულნი ულოცავენ ერთმანეთს გამდიდრებას. მერცხლები _ რომლებიც სახლის თავზე ტრიალებენ, ოდესღაც მიფრინავდნენ ვან ხესთან. მერცხლები დაფრინავდნენ პატარა ჟან-პოლ რიხტერის წიგნების ზევით მზეში. ნუ იტყვით, რომ ყველაფერი აბსურდია _ ყველაფერი ის, რისიც გვჯეროდა, არსებობს. უბრალოდ _ სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს. შენი საზრდოა «როკკო და მისი ძმები», ეუჯენიე მონტალე და ჯაკომო მანცუ, ან ჯორჯო მორანდი, რომელიც გაცვეთილ ფუნჯებს მარხავდა _ და ცისკენ ახედვისას ხედავდა: მერცხლები! მერცხლები! ისინი მიფრინავდნენ ყველაფრის თავზე და გასწვრივ _ მიღმა განწირულთა არშემდგარი ცხოვრების, მიღმა შადრევნების და სასახლეების, კაპიტანთა სევდის მიღმა. ქარხნების გულდაწყვეტილ, წაქცეულ ანგელოზთა მიღმა _ მერცხლები, მერცხლები, მერცხლები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი