იმედი
არსებობს იმედიც, რომელიც აქ ნიშნავს მძინარე ქალისა და კაცის ერთ ვიწრო საწოლში ჩხუბს და ერთმანეთის ფლობა მხოლოდ მორიგი შეურაცხყოფაა ან მხოლოდ ჩვევა. ღმეები, რომლებიც ყოველთვის ერთნაირია, როგორც უსიზმრო ძილის მიღმა ქარიანი სარკმელი მარტო მძინარის. მე ვაბრუნებ ტელეფონის გადადებულ ყურმილს თავის ადგილზე და იმედად მოჩანს მხოლოდ სასოწარკვეთილი ჯანყი პათეტიკური ამოძახილით, რომელიც არ ისმის. ფიქრი ჩამოთვლისას ვარკსვლავებო, ვარსკვლავებო, ცის და ჟურნალების, როკის ჰიტების, გალერეების. პურო, პურო, ღარიბი მაგიდის ან ტყვეობის, ან გასტრონომების და საბავშვო ბაღის მამავ, მამავ ჩვენო ! რამდენჯერ დამციერბით მოკლულო, დაღლილო სნეულიბთ და მერეც მოიმედევ. სიამაყევ, მხატვრის, ბირგადირის, დედისა და დაბრუნებულის სიამაყევ, ისევ და მრავალჯერ უარყიფილის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი