კაცის ძილი
კაცის ძილს ცუდი სუნი უდიოდა. ის მყრალი იყო და ბრაზიანი- დამარცხებებს ვერმიჩვეული. ძილში კაცი ნატრობდა ყველას, ვისაც ფლობდა და მერე კარგავდა და იმათაც, ვინც აროდეს არ იყო მისი. მას მხოლოდ ძლში არ ეცოდებოდა თავი, თუმცა სიზმარშიც სიგარეტს ეწეოდა და ისეთივე სისულელეებს ლაპარაკობდა, თან გაზეთებს ჭამდა. კაცის ძილი ჰგავდა ყვირილს, მამობაზე ოცნებას, თუმც სიზმარშიც შვილებს სცემდა. P.S. როცა მარსელ დიუშანს ჰკითხეს: სწამს თუ არა ღმერთი, მან უპასუხა: მე ხომ არ გეკითხებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ფუტკრები კვირა დღეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი