ორი ეპიზოდი


ყმაწვილი შორიდან უყურებს ტელევიზორს. 
მერამდენედ ესაუბრება მოცეკვავეთა ვიდეოგამოსახულებებს 
ცივი სარკმლის გრძელი რკინის 
რიკულებს ჩამოკიდებული? 
უბით პატარა მამა მოიყვანა, მაგრამ აღარ ახსოვს 
თანამგზავრი ხანგრძლივი მოელვარე 
ქარების ვერცხლში. 
პროლეტარი ქალი რთავს ტელევიზორს. 
პროლეტარი ქალი ვერასდროს ნახავს 
მეფე ლუდვიგზე ამ კინოსიზმარს. 
კრისტალურად მარტივი სურვილებით საზღვრავს 
თავის წარმოსახულ, თან იაფ ქმარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი