მე ვუყურებ მომაკვდავ სკრუჩ-მაკდაგს..
მე ვუყურებ მომაკვდავ სკრუჩ-მაკდაგს, რომლის აჩრდილთან სიკვდილის აჩრდილი დგას. (სკრუჩ-მაკდაგი-იუგოსლავია. გდრ-ელი პროსტიტუტკები დასავლეთ გერმანიაში. რამ შეიძლება გვიხსნას _ ზეგამტარებმა). ყველაზე ცუდი მიუზიკლი. ცხოვრება ერთი ხანგრძლივი საშობაო ზღაპარია. დილის გამოღვიძებათა ლოგიკურობა. შიშს სისაწყლე ცვლის. მშვიდობით უკმაყოფილო ღამევ, თუკი არაფერია შენში, არაფერია შენს მიღმაც. ცხოვრება ერთი საშობაო ზღაპარია, რომელიც თითქმის მიივიწყა მთავარმა გმირმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი