ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს ..
ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე. კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული. მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ. რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას. რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს, ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში, მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს და მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებით ერთად გვძინავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი