მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა ..
მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა, თან რატომღაც ვფიქრობდი ქართულად ნათარგმნ პატრიკ უაიტზე. თითქოს ყველაფერს 60-იან წლებში თარგმნიდნენ. მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა. მე ვიყვირე, რა შუაში წელი, ერთი მეორესთანაა დაკავშირებული?! მაშინ არ უნდა დავბადებულიყავი; რატომ გამეზარდა წვერი? რატომ გავიზარდე, იმისათვის რომ დღეს ასე ვიწვე? არ ვიცი, სად მტკივა _ მგონი ყველგან. ჰო, ჰო, ასე მოვკვდები. თუ ის არ არსებობს, მაინც ვიფიქრებ ვარსკვლავებზე. ჩემგან განშორებულებზე და სხვა გზებზე მასთან მისაახლოვებლად. ეჰ, სენტიმენტალურია ეს ცეცხლი! ეჰ, სენტიმენტალურია ეს ცეცხლი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი