მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში ..


მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში, გარშემო უამრავი
რამ მეხვია:
ვინ არიან ისინი? მუსიკოსები? ბავშვები?
მუშები თუ ანგელოზები?
მე ისევ მიკვირს, თუ არადა, მაშ რატომ ვყვები?
ვინ არიან ისინი? ფრინველები? მსახიობები?
პოლიციელები?
ჰკითხეთ თქვენს გულს. -
- სად არის ჩემი გული?
კინომაქმანები, დაჟანგული ქვიშა, ვიღაც ღამისკენ
აქნეული ხელით.
მშვიდობით, ძილში მიტოვებულო სიზმრებო.
მატარებლებში, ძველ ბინებში, წიგნებში, საბნებქვეშ,
კინოთეატრებში - თოვლთა მიღმა.
ჩემს დივანზე ალბათ მოჩვენებას სძინავს
და შენი ღამე მას არ უღიმის.
რკინიგზის ანგელოზი თოვლს მისდევს.
მეტაფიზიკური პოლიციელი ღამეში ცეკვავს თეთრი დათვივით.
მძიმე მთვარის ქვეშ.
ასე სრულდება კვირა დღე. პროლეტარი ბალერინას ძილში.
მისი ბესტსელერი დღეს ე. თ. ა. ჰოფმანის ზღაპრებია.
ხვალ ცუდი ბრაზილიური დეტექტივი.
კროიცბერგში დასიზმრებული სტუდენტი არ ჰგავს მინის მიღმა
გადაგდებულ ღამეს.
ა. ბ. კაზარესი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი