ჭოლა ლომთათიძის “პირველი მაისი” ..


ჭოლა ლომთათიძის "პირველი მაისი", ბალეტი სოციალ-დემოკრატიაზე.
ქრისტე აღსდგა, ამხანაგო!

სოციალისტი მედდა მთვარისფერ ყელსახვევს ხსნიდა
გარდაცვლილ გიმნაზისტს, სახლში დაბრუნებულს, სარკის წინ.
მთვრალი მუშა ღვინისფერი ენით ულოკავდა ცხვირ-პირს.
ტრამვაის ესროდნენ ანარქისტები და გარბოდნენ გაზის ნათურათა მიღმა,
სადღაც ფარდებს მიღმა ფაიფურის სიზმრებში
იღიმოდნენ ხალხის მტრები - ქალაქის ბოლოს ქარხნებთან.
თენდებოდა და წვიმდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი