ზამთრების მერე
ზამთრების მერე კვლავ ზამთარი რატომ ამძივდა?! როგორ აცივდა... მეგობრებო, როგორ აცივდა?! გაყინულია ოთახი და ყველა ფანჯარა, დრომ გაზაფხული სოროსაკენ წააჩანჩალა... მახსოვს, ამბობდა მიღმა ხევში ბებერი ჭულო: უმთავრესია, სითბო სულში შევინარჩუნოთ... _ როდისღა მოვა გაზაფხული, თავს რად გვარიდებს?! _ როცა მერცხალი გულის ძირში კვერცხებს დაგვიდებს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი