ავტოპორტრეტი
ვარ აზიელი; ამებურდა სიზმრებით თვალი; კვლავ ეკვატორი მეცხადება; ხაშმით მაბრუებს; ლომები ზანტით დაეძებენ, დაბურულ ღრუებს, მძიმე თათებით ცხეელ სილაზე აჩნდება კვალი. ინდოეთის წინ მოვიხადო მსურს ჩემი ვალი; სადაც კერპები თვალჩასმული დასცქერენ რუებს; ჩრდილოეთ ზღვების მარტოობა შავათ მაყრუებს; ათასი წლები, Auto da fe, გზები უვალი! ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი, ფერმკრთალი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით; ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე დიდი ქუჩებით! ახ ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა - თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი. შავი, მე ავზნიანი, დღენაკლული და საცოდავი!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი