დიდ გზასთან
პატარა ღრუბელს, დარჩენილს მარტოდ, მისდევს სილაზე მსუბუქი ჩრდილი და მთელი არე სუფთა და ფართო სუნთქავს დამტკბარი მზითა და დილით. და თითქოს წამით, წვეთად ქცეული, ზეცა და სივრცე გულში მეღვრება! სითბო, მაღლიდან გადმორხეული მიწას და სხეულს ჩემსას ეკვრება. თვლემს ყოველივე, ნიავი გრილი სხივებს აჟღერებს ოქროს სიმებად. ვზივარ უძრავად, ვარ თავდახრილი, დიდ გზას გავყურებ და მეღიმება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი