ჩემს ლანდს


მუდამ ერთად ვართ განუყრელად, დაუცილებლათ, -
საბრალო მუნჯო, ჩემო ლანდო, მორთულო თალბით;
ჩემი აქ ყოფნა გაგიხდება სანანებლათ;
აქ არვინ ხარობს ჩემ შეხვედრით და ჩემი ნახვით.
ცბიერობ მარად გსურს გაიგო  ჩემი აწმება:
გინდა მიამბო ქვების სევდა, სურნელი დუკუს.
იტანჯი მალვით და გაშინებს შენც დაღამება;
ჰკანკალებ ჩუმათ როს გაიარს ლანდი სიკვდილის.
როდესაც დაღლილს აღარსად მაქვს გზა წასასვლელი
და ვეღარ შევსძლებ გამოუცნობ შიშის ატანას,
გავრბივარ შენგან: მეჩვენება ჯალათი, მკვლელი,
და თრთოლით ველი, რომ ბეჭებში დამარტყმა დანას.
მაშინ ეს ქუჩაც ფეხს აიდგამს, გამოიქცევა,
შავი სახლები დასაჭერათ მიწვდიან ხელებს;
ავ მოჩვენებით ეს ქალაქი გადაიქცევა,
გამომაკიდებს მთვარეულებს და თავის მკვლელებს.
ვიცი, რომ ვიართ კიდევ დიდხანს ჩვენ ქვეყანაზე.
უნიჭი პიესის - ამ სიცოცხლის ორი მასხარა,
ქუჩის ძაღლები გვიტირებენ ხელის გახსნაზე,
რომ ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ აქ ღვთის ამარად.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი