აპოლოგია რუსთაველისა (10)


რენესსანსი, როგორც ზოგიერთ ისტორიკოსს ამაოდ ჰგონია, არისტოკრატიული მოძრაობა როდი იყო, არამედ უაღრესად დემოკრატიული. რენესსანსს მოჰყვა 1282 წლის პოპულარული რევოლიუცია ფლორენციისა, სადაც მუშები და წვრილი ბურჟუაზია შეებრძოლა ბარონებისა და ტირანების ხელისუფლებას.
წარმართულ_ანტიური ნამადი რენესსანსის კულტურისა მოითხოვდა ქრისტიანული ასკეტიზმისა და დაჩიავებული ადამიანის პიროვნების აღდგენას.
რენესსანსმა გააღვიძა ხელოვნებაში ბუნებრივობის, რეალიზმისა და თავისუფლების იმპულსი.
ამ მოძრაობას ხელი შეუწყო არა მარტო იმდროინდელმა ქრისტიანული სამყაროს შინაგანი ძალების აღორძინება, არამედ აღმოსავლეთთან გახშირებულმა ბრძოლებმა და ეკონომიურმა ურთიერთობამ და უწინარეს ყოვლისა არაბთა კულტურის ზეგავლენამ.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი