აპოლოგია რუსთაველისა (12)
რუსთაველმა შემოაბრუნა მწერლობის ტიმონი ქრისტიანული ჰაგიოგრაფიის მკვდარი სქემებიდან ადამიანური ვნებების აპოლოგიისაკენ, ქრისტიანული დოგმატიზმის სიბნელიდან ჰუმანიზმის ნათელ მწვერვალებისაკენ, ჰუმანიზმის მოტივებისაკენ, თუმცა უნდა ითქვას, ჩვენი სასულიერო მწერლობა თვით იაკობ ხუცესისა და მერჩულის ჰაგიოგრაფიულ პროზაშიაც ამჟღავნებდა ამ ტენდენციებს. საკმარისია მოვიგონოთ დიდს ბუნებრიობითა და მძაფრი რეალიზმით შესრულებული ეპიზოდები ამ ორი დიდი პროზაიკოსის ქმნილებებში.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი