წერილი კონსტანტინესგან რებეკას (პირადი წერილები)
... და თვით შენ უკიდურეს გულწრფელობისთვის არ შემიყვარდი? რევეკა! მე ძალიან მომინდა შენთან ლაპარაკი. ღამის 1-2 საათია ვდგები... არ ვიცი ამ წერილს გამოგიგზავნი თუ არა, მარა ეხლა დავწერ. გწერ იმას რასაც ვგრძნობ. ეგებ შიშველი გრძნობაც იყოს, მაგრამ ხომ იცი მე ისეთი სიყვარული მწამს საცაა გულწრფელობა-სრული. და მერწმუნე რომ ჩემ სულში არ დარჩენილა ერთი კუნჭულიც რომ შენთვის არ გამეცნო... იცოდე რევეკა... ბევრხანს კიდევ შემიძლია ვითმინო უშენობა... შენზე სევდამ ჩემი სული გაასპეტაკოს, ცრემლებმა გაფურჩქნოს ჩვენი ტრფობის ყვავილი. მაგრამ იცოდე, სამუდამოდ შენგან შორს ცხოვრება არ შემიძლია... მე მინდა მარტო მე გიმზერდე... მე მესმოდეს შენი სუნთქვა. სულ შენთან ვიყო, გესმის... არ შემიძლია შენ რომ ფიქრობ ისე...
წყარო: www.mshoblebi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი