მგლოვიარე ასულისადმი
რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული, ბადახშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა?! ვაგლახ, მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული, მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავს ბაღჩის მიმოზა. როს მთვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული, გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის, აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის, მე კიდევ - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული! შენს სასახლეში მგოსანს მხლებლად თუ ამიყვანდი, ჩემ შორი-ახლოს ყოფნას თუ არ დაიზარებდი, თან გსდევდი მუდამ, ვით შენივე ფერმკრთალი ლანდი, შლეიფზე მაინც მთრთოლვარ თითებს მოგაკარებდი. როს მთვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული, გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის, აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის, მე კიდევ - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი