დაუკარ სანჯი
ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი და გადავლახე უდაბნო ვრცელი, ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი, უკვე მიმელის... დაუკარ სანჯი... თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის, ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე, მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის, ტკბილო მოყვარე, დაუკარ სანჯი... ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე, ათასი მთვარე ისევ ამოვა, ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა, ტკბილო მოყვარე, დაუკარ სანჯი... ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა, ვერც ნათესავთა მშიერი ხროვა, ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი, დაუკარ სანჯი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ბოლო კუპლეტში ჩასასწორებელია სიტყვა ''ნათესავთ[უ] მართებული ფორმით ''ნათესავთ [ა]
გმადლობთ, ჩასწორებულია!