ძაღლი (იგავი)


მამაჩემს ვენახი ჰქონდა მდინარის გადაღმა, როცა ყურძენი მწიფობაში გადავიდა, დამავალა: ძაღლი გადაიყვანე

 გაღმა და ვენახში დააბიო.

მთელი ღამე დაუცხრომლად ყეფდა ძაღლი. დღისით ვამჩნევდი: ყურძენს იპარავდა ვიღაც.

მამამ მიბრძანა: ალბათ, ქურდები შემოგვეჩვიენ და დაბმული ძაღლი აბა, რას დააკლებსო მათ, აქებდა

 კიდევაც ჩვენს ფხიზელ მყეფარს.

მამაჩემის ბრძანებით ძაღლი ავუშვი, გვიან ღამით თოფიანად დავუდარაჯდი ქურდებს. მთვარიანი ღამე იყო

 და ვნახე: ძაღლი შუაგულ ვენახში შედიოდა, ერთს დაიყეფებდა… მისწვდებოდა ყურძენს, გადასანსლავდა,

 ისევ დაიყეფებდა…

ამ იგავის მორალი ასეთია: ზოგი კაცი თავათ ჩადის ავკაცობას და თავის დანაშაულის დასაფარავად მამაჩემის

 ძაღლივით უყეფს გამოგონილ დამნაშავეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი