ბუ და არწივი (იგავი)
ბუმ შეუთვალა არწივს: მოდი დავმზახლდეთ და ქალ ვაჟი ვაქორწინოთო. დიდი ქორწილი გადაიხადა არწივმა. მოიწვია ბორები, ქორები, მიმინოები, კირკიტები, ჩხიკვები, კაჭკაჭები და ჭოტები. სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, მაგრამ ერთმა უსიამო ამბავმა ჩაფარცხა საქმე. დღისით გამართულ ქორწილზე ბუს მართვემ ვეღარ დაინახა თავისი საქმრო, ხოლო ღამით გადახდილ ნადიმზე სიძე არწივს მოერია ძილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი